27 აპრილი 2024,   07:49
ვრცლად
ბულინგი და ფსიქოლოგიური ძალადობა - მარტოხელა დედა სოფელ ზემო ხანდაკის მაჟორიტარს ზეწოლაში ადანაშაულებს  

მარტოხელა დედა, მაია გარაყანიძე, სოფელ ზემო ხანდაკის მაჟორიტარს, ზეწოლაში ადანაშაულებს. კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში, დეპუტატსა და სოფლის მკვიდრს შორის დაპირისპირება 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო, რა დროსაც მაია გარაყანიძემ დეპუტატ, ილია ქამხაძეს სახლიდან მეორე გასავლელის გაკეთების უფლება არ მისცა. 

როგორც მაია გარაყანიძე ყვება, მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა სწორედ ამ დროს დაიწყო, რაც მის შვილებზე ბულინგით გაგრძელდა. მისივე თქმით, ბულინგს მის არასრულწლოვან ბავშვებზე სწორედ დეპუტატის დავალებით, სკოლის დირექტორი ახორციელებს. 

მაია გარაყანიძე მომხდარზე რეაგირება განათლების მაშინდელ მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას მოსთხოვა, თუმცა უშედეგოდ.  

მომხდარს ძალადობის ფაქტს კლასის დამრიგებელი ადასტურებს, თუმცა ამბობს რომ ეს მხოლოდ მოსწავლის და მასწავლებლის საქმეა. დამრიგებლისგან განსხვავებით, მომხდარს უარყოფს სკოლის დირექტორი. ინგა ამირეზაშვილის თქმით, კონკრეტული ფაქტი მას ვერ დაუმტკიცეს და აპირებს საქმე სასამართლოს გზით გადაწყვიტოს.

განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ამბობს, რომ მომხდარზე რეაგირება აუცილებლად მოხდება.

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი, იზო ჩუბინიძე. 

დღის ამბები