27 აპრილი 2024,   03:12
ვრცლად
ფსიქიური აშლილობის მქონე ადამიანის საუბარი - ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მისი ოპონენტები ეხმაურებიან

ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურად გაუჭირდა - ასე ეხმაურებიან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ინტერვიუს ექსპერტები. ივანიშვილმა ჯერ კარდაკარ დაიწყო სიარული, შემდეგ კი „იმედის“ ეთერში დაჯდა და ქვეყნის პროგრესზე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მიმართულებით წინსვლა აქვს. ბიძინა ივანიშვილმა „ოცნებიდან“ დემარშით წასულ დეპუტატებზე ისაუბრა და თქვა, რომ უკვირს მათ რიგებს ზვიად კვაჭანტირაძე რომ შეუერთდა. მკაცრად გააკრიტიკა ყოფილი თანაგუნდელებიც, მათ შორის დავით უსუფაშვილი, გუბაზ სანიკიძე, შალვა შავგულიძე და გია ხუხაშვილი არიან. თქვა, რომ ისინი 2012 წლამდე ოპოზიციაში არ ყოფილან.

ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესის და მედიის თავისუფლებაზეც ისაუბრა და ტრადიციულად გააკრიტიკა "რუსთავი 2." თქვა, რომ ამ არხს თავის მრევლიც ჰყავს და მათთვის გინება პირდაპირ ეთერში მისაღებია.

ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები ამბობენ, რომ ბიძინა მისი გამოსვლები ფსიქიური აშლილობის მქონე ადამიანის საუბარს ჰგავს.

ოპონენტები ამბობენ , რომ მისი გააქტიურება პირდაპირ უკავშირდება შუალედურ არჩევნებს და ახლა ის მზად არის ხელისუფლების შესანარჩუნებლად საკუთარი ფულიც კი გაიღოს. გასცეს დაპირებები, მოხატოს ეკლესიები და მიიღოს ხმები, როგორც ეს წინა არჩევნებზე იყო. 

დღის ამბები