27 აპრილი 2024,   06:34
ვრცლად
ინციდენტი თავდაცვის სამინისტროში - "შაბათის კურიერს" უწყებაში დაუდასტურეს, რომ ამერიკელმა კურსანტმა ქართველი კადეტი ძალადობაში დაადანაშაულა

სავარაუდო ძალადობის ფაქტი 20 წლის ამერიკელ კურსანტ ქალზე - რეპორტაჟი, რომელის გამოც დღეს ლევან იზორია თავს "რუსთავი 2"-ს დაესხა, "შაბათის კურიერმა" მოამზადა.  "კურიერთან" სატელეფონო ინტერვიუში თავდაცვის სამინისტროს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი ადასტურებდა, რომ 20 წლის ამერიკელმა კურსტატმა, ქართველი კადეტი ძალადობაში დაადანაშაულა.

"კურიერის" კითხვაზე დაიწყო თუ არა გამოძიება, ნინო გეწაძე ამბობს, რომ არა და ეს საკითხი მოგვარებულია.

„პირიქით იყო ყველაფერი. ვიდეო ჩანაწერები ამოვიღეთ. რა გითხრათ აბა. რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ამერიკელ 20 წლის გოგოს. ერთ-ერთ ქართველ ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტს ადებდა ხელს. საკლასო ოთახში იყვნენ და რა მოხდა ეგეც არ ვიცი, შუქი იყო ჩამქრალი. ქართველი არ იყო საერთოდ იმ ვიდეოში. არანაირი გამოძიება არ დაწყებულა. ყველაფერი მოგვარებულია. წავიდა ქვეყანაში ის გოგო, არაფერს არ ამბობენ,“-განაცხადა ნინო გეწაძემ.

მისივე თანამშრომლის ამ განცხადების მიუხედავად დღეს ლევან იზორია თავს "რუსთავი2" მაინც დაესხა და მიზანმიმართულ დეზინფორმაციაზე ისაუბრა.

დღეს თავდაცვის მინისტრმა მედია დაიბარა და მხოლოდ ის თქვა, რომ მოკვლევით ძალადობა არ დადასტურდა, თუმცა რა ინტერესი ჰქონდა ამერიკის მოქალაქეს ქართველი კადეტი ძალადობაში დაედანაშაულებინა, როგორ აღმოჩნდნენ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კადეტები სასწავლებლის ტერიტორიაზე ან ვინ შეიტანა კურსანტების ბანკეტზე ალკოჰოლი, სადაც სასმელი ოფიციალურად შეკვეთილი არ ყოფილა- ეს კითხვები თავდაცვის მინისტრმა უპასუხოდ დატოვა. ლევან  იზორიამ განაცხადა მხოლოდ ის, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფო ინსტიტუციის იმიჯის დასაზარალებლად. მან "რუსთავი 2" გააკრიტიკა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები