27 აპრილი 2024,   05:40
ვრცლად
"ყოფილი მეუღლეები ერთმანეთს შორდებიან და კატეგორიულად განსხვავებული აზრი აქვთ კონკრეტულ საკითხებზე" - მმართველი გუნდი ყოფილ თანაგუნდელებზე 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები „დაიცავი საქართველოში" გაწევრიანებულ ყოფილ თანაგუნდელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებენ. გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ამ პოლიტიკოსებს ამ კონკრეტულ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში საკუთარი თავი ავტორიტეტად ჰყავთ წარმოდგენილი და საზოგადოებას სწორ ინფორმაციას არ აწვდიან. 

„რაც შეეხება ყოფილ მომხრეებს, არსებობს ეს მოცემულობა, არამხოლოდ პოლიტიკურ ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყოფილი მეგობრები ან ყოფილი მეუღლეები ერთმანეთს სცილდებიან და კატეგორიულად განსხვავებული აზრი აქვთ კონკრეტულ საკითხებზე,“- განაცხადა ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, რაც მეტი საზოგადოებრივი მოძრაობა და ხელისუფლებაზე მეტი კონტროლი იქნება, უკეთესია. თუმცა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული მოძრაობის მთავარი მინუსი ის არის, რომ მასში წარმოდგენილმა პოლიტიკოსების ნაწილმა სასამართლოს თემა პოლიტიკურ სპეკულაციად აქციეს. 

„აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივად სასამართლოს თემა - ასეთი მნიშვნელოვანი, სერიოზული თემა გაიხადეს პოლიტიკურ სპეკულაციის თემად,“-განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები