27 აპრილი 2024,   04:36
ვრცლად
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისთვის 1 მილიონ  435 000 ლარი დახარჯეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისთვის, ჯამში 1 მილიონ 435 000 ლარი დახარჯეს.

შედარებისათვის: 2014-2016 წლებში მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული თანხის ჯამურმა ოდენობამ 1 მლნ 268 000 ლარი შეადგინა. დახმარების მიმღები მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია აღმოჩნდა. თანხის დიდი ნაწილი კი ეკლესიებისა და სასწავლო შენობების რეაბილიტაციაზე, ასევე კომუნალურ ხარჯებზე დაიხარჯა.

ხარჯები არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" შეისწავლა.

„1 იანვრიდან 2019 წლის მარტის მდგომარეობით, მილიონ 400  ათას ლარზე მეტი აქვს 9 მუნიციპალიტეტს რელიგიურ ორგანიზაციებზე გაცემული. წინა პერიოდის მსგავსად ახლაც მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას დაეხმარნენ. ამ გაცემული თანხის დიდი ნაწილი ხმარდება სამშენებლო სარემონტო სამუშაოებს, ზოგიერთ შემთხვევაში მაგალითად, ეკლესიის აღდგენის სამუშაოებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, რომელმაც ყველაზე მეტი თანხა გასცა, მან 50 ათასი ლარი დახარჯა ტრაპეზის დასაფინანსებლად, რომელიც იმართება ლაქერნობის დღესასწაულზე,“-განაცხადა „გამჭვირვალობა - საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ.

დღის ამბები