27 აპრილი 2024,   01:31
ვრცლად
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის დელეგაციის წევრები, თბილისში შეხვედრებს იწყებენ

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის დელეგაციის წევრები, თბილისში შეხვედრებს იწყებენ. ისინი დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს შეხვდებიან. შეხვედრაზე განიხილება საკანონმდებლო მეთოდები, გამოწვევებსა და მიმდინარე საკითხები. დელეგაცია ასევე გაეცნობა იმ საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სახელმწიფოს მართვაზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.

„მათ აინტერესებთ, რა შიდა რეფორმები მიმდინარეობს პარლამენტში, განსაკუთრებით ის შიდა საპარლამენტო კონტროლი და ზედამხედველობა, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენთან ძალიან გააქტიურდა,“-განაცხადა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

არსებულ გამოწვევებზე საუბარს გეგმავს კონგრესმენებთან შეხვედრაზე ოპოზიცია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონგრესის ამ წარმომადგენლობით დელეგაციას ჩვენ განვუმარტოთ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი დელეგაცია, როგორც უსაფრთხოების, ისე დემოკრატიის თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ახლოვდება არჩევნები, ამ არჩევნებს ექნება უზარმაზარი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის,“-აცხადებს ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები