26 აპრილი 2024,   12:19
ვრცლად
მასშტაბური ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში - განადგურებულია სახურავი, მე-19 საუკუნის კოშკურა ფერადი ვიტრაჟები და ხის ინტერიერი

უმძიმესი ღამის შემდეგ პარიზში ხანძრის შედეგებს აჯამებენ - ცეცხლის ლოკალიზება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, 9 საათიანი სამუშაოების შემდეგ მოხერხდა, თუმცა მის სრულ ჩაქრობას სავარაუდოდ რამდენიმე დღე დასჭირდება. ხანძარმა გაანადგურა ფერადი ვიტრაჟები და ხის ინტერიერი. ასობით ადამიანის თვალწინ ჩამოინგრა ტაძრის კოშკი. ხანძარს გადაურჩა დასავლეთ ფასადის ორი კოშკი. მაშველებმა მოასწრეს რელიგიური სიწმინდეების გამოტანა. განადგურებას გადაურჩა მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და საფრანგეთის მეფის ლუი მეცხრეს მოსასხამი, რომელიც მას პარიზში გვირგვინის ჩატანისას ეცვა.

პარიზელები ტაძრის სიახლოვიდან ადევნებდნენ თვალს როგორ ნადგურდებოდა ეროვნული საგანძური. ისინი ემოციას საგალობლების შესრულებით გამოხატავდნენ. გლოვის ნიშნად ქალაქის ყველა ტაძარში ზარები დარეკეს.  მომხდარს ეროვნული ტრაგედია უწოდა ემანუელ მაკრონმა, რომელიც ღვთისმშობლის ტაძართან პრემიერთან ერთად მივიდა. პრეზიდენტი მოსახლეობას დაპირდა, რომ ისტორიულ ძეგლი სრულად აღდგება.
12-13 საუკუნეში აგებული ტაძარს სარესტავრაციო სამუშაოები უტარდებოდა. სწორედ მას უკავშირებენ ხანძარსაც. პარიზის პროკურატურა ამ ეტაპზე მომხდარს უბედურ შემთხვევად განიხილავს.

ისტორიულ ძეგლის აღდგენაში საფრანგეთს დახმარება შესთავაზა იუნესკომ. კერინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა მილიარდერმა ფრანსუა ანრი პინომ პირობა დადო, რომ ნოტრ-დამისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფს.

ხანძარს შოკისმომგვრელი და სამწუხარო ფაქტრი უწოდა ვატიკანმა. ფრანგ ხალხს მიუსამძიმრეს ტერეზა მეიმ, ანგელა მერკელმა და დონალდ ტრამპმა, რომელმაც განაცხადა, რომ ალმოდებულ ტაძრის ნახვა ნამდვილი საშინელება იყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები