27 აპრილი 2024,   04:08
ვრცლად
ტენდერის სანაცვლო აღებული ქრთამი - ბრალდებულ ჩინოვნიკს ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება

ტენდერის სანაცვლო აღებული ქრთამი - სუს-ის მტკიცებით, გლდანის გამგეობის თანამშრომელმა 1700 ლარი ერთ-ერთ ბიზნესმენს ტენდერის მოგების სანაცვლოდ გამოართვა. ეს ფული ქრთამის ნაწილი იყო, რომელსაც ზვიად დაშნიანი გარიგების სანაცვლოდ მიიღებდა. ის სპეცსამსახურებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ფული უკვე აღებული ჰქონდა და თანხის მეორე ნაწილის მისაღებად მოლაპარაკებებს მართავდა. ბრალდებულ ჩინოვნიკს ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პატიმარი ჩინოვნიკის საქმეს სასამართლო ხვალ განიხილავს, მანამდე ის სკანდალური გარიგებაზე არ საუბრობს და ოჯახსაც ამ თემაზე ლაპარაკი აუკრძალა. ზვიად დაშნიანის ოჯახმა დაკავების შესახებ ტელევიზიით გაიგო.

გლდანის გამგეობის მუხიანის მუნიციპალიტეტის უფროსისათვის დაშნიანის დაკავების მიზეზები გაუგებარია. საუბნო განყოფილების ხელმძღვანელის, ზურაბ დათიკაშვილის თქმით, ტენდერთან დაკავშირებით მოქალაქესთან კომუნიკაცია დაშნიანის მოვალეობაში არ შედიოდა. 

დაშნიანის საქმეზე ჯერ არ გამოკითხულა გლდანის გამგებელი. ბექა მიქაუტაძე ამბობს, რომ ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს. 

ის, რომ საკითხი უფრო მასშტაბური და სისტემურია, ვიდრე ერთი კონკრეტული სპეციალისტის გამოვლენა- საუბრობენ საკრებულოს ოპოზიციაში. დეპუტატების თქმით, საგამოძიებო ორგანო დაშნიანის დაკავებით, ქრთამის აღების ფაქტზე  დაკავების მორიგ იმიტაციას ქმნის.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები