27 აპრილი 2024,   01:56
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ მისი თანამშრომლები ინფორმაციას არ ფლობდნენ

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ მისი თანამშრომლები ინფორმაციას არ ფლობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო მედიამ მინისტრის გადაყენების შესახებ ინფორმაცია 20:00 საათზე გაავრცელა, ქობულიას თანამშრომლებმა დღის ბოლომდე არ იცოდნენ, დატოვა თუ არა მინისტრმა დაკავებული თანამდებობა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილი ამბობს, რომ მინისტრის გადაყენებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიიდან გაიგო.

„არ მაქვს ინფორმაცია, მეც გავიგე პრესაში. რაც დაიწერა ინტერნეტში ეგ. კომუნიკაცია დღეს არ მქონია,“ - ამბობს მინისტრის მოადგილე.

სამთავრობო მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან დაახლოებით, ერთი საათის შემდეგ ოფიციალური დოკუმენტი ეკონომიკის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით უკვე მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე დაიდო. განთავსდა პრემიერის ბრძანება, რომ გიორგი ქობულიას მისი მოადგილე ნათია თურნავა შეცვლის.

დღის ამბები