27 აპრილი 2024,   09:17
ვრცლად
კიბერთაღლითობა - საქართველოს საბანკო ასოციაცია ე.წ. ფიშინგის საშიშროების შესახებ აფრთხილებს

საქართველოს საბანკო ასოციაცია მოსახლეობას კიბერთაღლითობის ერთ-ერთი სახეობის, ე.წ. ფიშინგის საშიშროების შესახებ აფრთხილებს. სპეციალისტების ინფორმაციით, ბოლო 6 თვეში საქართველოში განსაკუთრებით გახშირდა მსგავსი ტიპის ქმედება, რის შედეგადაც მოქალაქეები ფინანსურად ზარალდებიან.

საბანკო ასოციაცია მოუწოდებს ინტერნეტმომხმარებლებს ნუ მიაწვდიან პირად მონაცემებს არასანდო ვებგვერდებს. 

ფიშინგი არის კიბერთაღლითობის ერთ-ერთი მეთოდი, როდესაც გარკვეული საიტების მეშვეობით ცდილობენ თქვენი პირადი ინფორმაციის მიღებას, რაც შესაძლებელს ხდის გარკვეული ფინანსური ოპერაციებით თქვენი ანგარიშებიდან თანხების წაღებას. ის ბარათი, რომელსაც იყენებთ ყოველ დღიურად არ გამოიყენოთ ისეთ საიტებზე, რომელიც შეიძლება იყოს ყალბი ან არ იყოს ჯერ გამოცდილი,“-განაცხადა ”საქართველოს საბანკო ასოციაციის” პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ.

დღის ამბები