30 აპრილი 2024,   23:14
ვრცლად
რომის პაპმა ფეხთბანვის რიტუალი საპატიმროში შეასრულა

კათოლიკური სამყარო წითელ პარასკევს აღნიშნავს. იერუსალიმში, ვია დოლოროსას ქუჩაზე მორწმუნეები მსვლელობას მოაწყობენ და ზუსტად იმ გზას გაივლიან, რომელიც სახარების თანახმად მაცხოვარმა ჯვარცმამდე გაიარა.

სამგლოვიარო პროცესიით და ჯვრის ტარებით აღნიშნავენ ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღეს რომშიც. მორწმუნეები კოლიზეუმთან შეიკრიბებიან, ცერემონიას კი რომის პაპი გაუძღვება.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და ფეხთბანვის რიტუალი საპატიმროში შეასრულა. რომიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქის ვალეტას ციხეში პაპმა ფრანცისკემ თავმდაბლობის ნიშნად 12 პატიმარს ფეხი დაბანა.

დღის ამბები