27 აპრილი 2024,   01:58
ვრცლად
"სამინისტროს პოზიცია არის ის, რომ ჰესები რომლებიც უნდა აშენდეს, უნდა აშენდეს" - ენერგეტიკული ფონდის განვითარების დირექტორი

პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებსა და ჰესების მშენებლობაზე განმარტება გაკეთდა ეკონომიკის სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ მიუხედავად წინააღმდეგობისა, პანკისის ხეობაში ჰესი მაინც აშენდება.

ენერგეტიკული ფონდის განვითარების დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ეს მცირე ზომის ჰესია, თუმცა მას დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს.

„მისი ანალიზი მოხდა მრავალი სპეციალისტის მიერ, ამაში ჩართული იყო მოსახლეობა. ერთი წელი მიდის მოსახლეობასთან ახსნა-განმარტება, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ხადორის ჰესის მშენებლობამ და მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დადებითად არის განწყობილი ამ ჰესის მშენებლობაზე, თუმცა არიან კიდევ ადამიანები, ვისაც სჭირდება განმარტებები. სამინისტროს პოზიცია არის ის, რომ ჰესები რომლებიც უნდა აშენდეს, უნდა აშენდეს, მოსახლეობას რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ, ყველა მათ მოსაზრებას და ყველა მათ პოზიციას, რომ გათვალისწინებული იყო და იქნება, რა თქმა უნდა, მოსახლეობის პოზიცია. უკანონო ქმედებას ჩვენ არ დავუშვებთ და რაც კანონის ფარგლებშია, ჩვენ მას განვახორციელებთ“ - განაცხადა ენერგეტიკული ფონდის განვითარების დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა. 

 

დღის ამბები