26 აპრილი 2024,   22:04
ვრცლად
ნებისმიერ ქმედებას ამ რეგიონში სჭირდება უფრო მეტი დაფიქრება - ომბუდსმენი პანკისში განვითარებულ პროცესებს ეხმაურება

ნებისმიერ ქმედებას ამ რეგიონში სჭირდება უფრო მეტი დაფიქრება - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი, პანკისში განვითარებულ პროცესებს. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ხეობაში არის ძალიან ბევრი პრობლემა და მოსახლეობას აქვს განცდა, რომ მათ ხელისუფლება აღიქვამს, როგორც პოტენციურ საფრთხეს.

ომბუდსმენის თქმით, როდესაც საუბარია პანკისის ხეობაზე, ხელისუფლება ფრთხილად უნდა მოეკიდოს საკითხს.

სახალხო დამცველი არსებულ ვითარებაში გასარკვევად პანკისის ხეობაში მიემგზავრება. 

„პანკისში იყო და არის დაგროვილი ძალიან ბევრი პრობლემა. პირველ რიგში ეს არის არასაკმარისი კომუნიკაცია საზოგადოებასთან ხელისუფლების მხრიდან. და აი ამ კომუნიკაციის დეფიციტს მუდმივად განიცდიდა საზოგადოება. მათ აქვთ განცდა, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობას ხელისუფლება აღიქვამს როგორც პოტენციურ საფრთხეს ქვეყნის და მათ უყურებენ მხოლოდ უსაფრთხოების პერსპექტივიდან. შესაბამისად, ნებისმიერი ოპერაცია რაც ტარდება ამ ხეობაში შეიძლება გახდეს უფრო მეტად მგრძნობიარე აღქმის თვალსაზრისით საზოგადოების მხრიდან ვიდრე სხვა რეგიონში. ამიტომ ნებისმიერ ქმედებას ამ რეგიონში სჭირდება უფრო მეტი დაფიქრება. ეს პროტესტიც არ იყო მხოლოდ ჰესთან დაკავშირებით გამოხატული პრობლემა,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ

ამავე თემაზე
დღის ამბები