27 აპრილი 2024,   06:48
ვრცლად
სააკაშვილი ზელენსკის გამარჯვებაზე: ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ერთს დავიძახებთ და ივანიშვილის ბუნდღა აღარ იქნება

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვებას ეხმაურება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ზელენსკიმ გამარჯვებისას პირველი რაც გააკეთა, მოუწოდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომ მიბაძონ უკრაინას. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რო უკრაინის მოვლენები მაგალითი უნდა იყოს საქართველოსთვის.

„დღეს ერთადერთი რამე თქვა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ - გზავნილი პოსტსაბჭოთა ხალხს და საქართველოც ამაში შედის. "მეგობრებო, ჩემი გამარჯვება მეტყველებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია." ეს ნიშნავს იმას, რომ არ არის არაფერი მოჯადოებული წრე. ამათ ბოტებსაც გავარღვევთ, ამათ ნეგატივსაც გავარღვევთ. საქართველოს აქვს დიდი მომავალი, მაგრამ საქართველო ახლა არის გადასარჩენი. ჩვენ გვიკვდება 15 წლის ბავშვები შიმშილით. მოდით ყველამ ერთად გადავარჩინოთ საქართველო. ყველანი ერთად თუ, გავერთიანდებით ერთს დავიძახებთ და ივანიშვილის ბუნდღა აღარ იქნება. უკრაინა მაძლევს ძალიან დიდ იმედს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები