26 აპრილი 2024,   23:12
ვრცლად
გახარიას სახით ვიხილეთ ჩამოშლილი ინსტიტუტები და პოლიცია, რომელიც იცავს არა ხალხის, არამედ ივანიშვილის ინტერესებს - ჭიაბერაშვილი

საპარლამენტო ოპოზიციაში პანკისში მომხდარ დაპირისპირებას საგანგაშოს უწოდებენ. დეპუტატების განცხადებით, ხეობაში განვითარებული მოვლენები მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ  ჭიაბერაშვილის თქმით, ხელისუფლების ქმედებამ ხალხს აჩვენა, რომ პოლიცია ხელისუფლების ბრძანებით იცავდა არა ხალხის ინტერესებს, არამედ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ბიზნესს.

„გუშინ, სამწუხაროდ, გახარიას სახით ვიხილეთ ჩამოშლილი და გაუბედურებული სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელსაც ერთის მხრივ არ შეუძლია, საკუთარ მოქალაქეებთან დიალოგის წარმართვა , ახსნა განმარტებების მიცემა, კომუნიკაცია და მეორეს მხრივ პოლიციას და რიგით პოლიციელებს აძლევს სრულიად გაუაზრებელ ,არაკომპეტენტურ და არაპროფესიონალურ დავალებებს, რისი შედეგიც არის ის, რომ ხალხში არის უსამართლობის განცდა,რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ემსახურებიან არა ხალს და მოქალაქეებს,არამედ ემსახურებიან ბიძინა ივანიშვილს და მისი გარემოცვის კერძო ინტერესებს. მეორეს მხრივ, ვხედავთ სრულიად მიუღებელ ძალადობას პოლიცილების მიმართა, რაც ასევე დაუშვებელია და რაც ასევე მანიშნებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ჩამოშლა და ეროზია,“-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ხეობის მოსახლეობის გაღიზიანება არამხოლოდ მშენებლობის განახლებამ, არამედ ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციელებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფებმა გამოიწვია.

სოფელ ძიბახევთან, გუშინ დილიდან სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა. იქ დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი სამის“ სამშენებლო მოედანზე მშენებლები პოლიციის დიდმა ესკორტმა მიაცილა.

ძიბახეველებს მალე დუისიდან, ჯოყოლოდანბირკიანიდან, პანკისის სხვა სოფლებიდანაც შეუერთდნენ. 

მოსალაპარაკებლად მათთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მივიდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ  თელავში ჩასულ 5 პანკისელთან მოლაპარაკებაზე შს მინისტრიც მივიდა. ალაზნისპირზე მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე პოლიციელები.

დღის ამბები