21 აგვისტო 2019,   20:57
ვრცლად
"ეს არ არის საკითხი, რომელზეც ერთ საათში და ორ საათში უწყების აზრი იყოს გადამწყვეტი თქვენთვის" - გრიგოლ ლილუაშვილი პანკისის ხეობის მოვლენებზე

პარლამენტში მყოფი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილი, ამბობს,რომ პანკისი ხეობაში განვითარებულ დაპირისპირებაზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს. 

მისი თქმით, პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირება არ არის საკითხი, სადაც გადამწყვეტია ორი საათის შემდეგ გააკეთებს ის კომენტარს თუ ორი საათით ადრე.

"ეს არ არის საკითხი, რომელზეც ერთ საათში და ორ საათში რაღაც უწყების აზრი იყოს გადამწყვეტი თქვენთვის, სხდომის შემდეგ გავაკეთებ განცხადებას. ანგარიშზე ვართ კონცეტრირებული, პანკისი ანგარიშის ნაწილში ვერ ხვდება, რადგან ანგარიში შეეხება 23018 წლის საქმიანობას ასე რომ ანგარიში მოსმენის შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ სხვა კომენტარი,“-განაცხადა ლილუაშვილმა. 

ვითარება პანკისში გუშინ უკიდურესად დაიძაბა. ხეობის მოსახლეობის გაღიზიანება არა მარტო მშენებლობის განახლებამ, არამედ ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციელებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფებმა გამოიწვია.

სოფელ ძიბახევთან, გუშინ დილიდან სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა. იქ დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი სამის“ სამშენებლო მოედანზე მშენებლები პოლიციის დიდმა ესკორტმა მიაცილა.

ძიბახეველებს მალე დუისიდან, ჯოყოლოდან, ბირკიანიდან, პანკისის სხვა სოფლებიდანაც შეუერთდნენ. 

მოსალაპარაკებლად მათთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მივიდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ  თელავში ჩასულ 5 პანკისელთან მოლაპარაკებაზე შს მინისტრიც მივიდა. ალაზნისპირზე მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე პოლიციელები.

ამავე თემაზე
დღის ამბები