02 მაისი 2024,   14:47
ვრცლად
ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია ქმნის ერთგვარ უხერხულობას - პრეზიდენტი მოსამართლეთა არჩევის ფარულ კენჭისყრაზე საუბრობს

პრეზიდენტი მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დოკუმენტში, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის ყველა ძირითადი რეკომენდაცია. პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ ვენეციის რეკომენდაციების ერთი ნაწილი ქმნის ერთგვარ უხერხულობას. საუბარია მოსამართლეთა შერჩევის ფარულ კენჭისყრაზე. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვენეციის კომისია 2014 წელს თავად იყო მომხრე რომ კენჭისყრა ფარულად ჩატარებულიყო.

„მოსამართლეების კანდიდატებზე მიღებული იქნა სრული პერსონალური ინფორმაციის გაცემის საშუალება. მეორე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავე დროს არის უზენაესი სასამართლოს  მოსამართლეობის კანდიდატი ვეღარ ისარგებლებს სხვა კანდიდატის შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით, პროცედურის ვერც ერთ ეტაპზე და მესამე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევნის წესი, თავმჯდომარის წარდგენა შეუძლია ერთის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ წევრს. ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც არ იქნა ამ ხუთი ძირითადად გათავალისწინებული ეხება მოსამართლეთა არჩევის ფარული კენჭისყრის წესს. უნდა ავღნიშნო, რომ ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია ჰქმნის ერთგვარ უხერხულობას. რადგან 2014 წელს სწორედ ფარული კენჭისყრა იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები