26 აპრილი 2024,   22:05
ვრცლად
"ძალა ერთობაშია"-ს ლიდერები და მარნეულის მერობის კანდიდატი, მარნეულის 3 სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ 

"ძალა ერთობაშია"-ს ლიდერები და მარნეულის მერობის კანდიდატი აგილ მუსტაფაევი მარნეულის 3 სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათთვის დღემდე გადაუჭრელ საკითხად რჩება სასმელი წყალი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, აწუხებთ ასევე გაზრდილი კრიმინალი.

მერობის კანდიდატი ამომრჩევლებს გამარჯვების შემთხვევაში პრობლემების გადაჭრას დაპირდა.

„მოსახლეობა გვეუბნება, რომ ჩვენი შვილები სკოლაში ვერ დადიან იმის გამო, რომ არ გვაქვს ნორმალური გზაო. უამინდობის შემთხვევაში საერთოდ სკოლაში ბავშვი ვერ მიდის. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, აუცილებლად მოვაგვარებთ ამ პრობლემებს,“-განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა მარნეულში, აგილ მუსტაფაევმა.

დღის ამბები