26 მაისი 2019,   00:15
ვრცლად
"ხელისუფლებამ გარისკა ქვეყნის მთლიანობა და შევიდა პანკისში სპეცრაზმით" - ნიკა ობოლაძე

პანკისში განვითარებულ დაპირისპირებას ანალიტიკოსი ნიკა ობოლაძე გადაცემა არჩევანში ეხმაურება.

მისი თქმით, პანკისში სპეცრაზმით შესვლა იყო დაუშვებელი, რადგან ხელისუფლებამ სასწორზე დადო ქვეყნის მთლიანობის ბედი.

„ამ ხელისუფლებამ გარისკა ქვეყნის მთლიანობაც, სტაბილურობაც და გარისკა აბსოლუტურად უზარმაზარი სიკეთე, რაც შეიძლება, გაერისკა. შევიდა პანკისში სპეცრაზმით და რის გამო? რა იყო მეორე მხარეს? რა იყო ის ალტერნატივა, რისთვისაც ამას აკეთებდნენ? საქართველო ყოველწლიურად მოიხმარს 13 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას. აი, ეს ჰესი გამოიმუშავებდა 27 მილიონს. დაახლოებით რას ნიშნავს ეს - თუ საქართველო მოიხმარს 100 ლარის ელექტროენერგიას, ეს ჰესი გამოიმუშავებდა 20 თეთრს,“ - განაცხადა ნიკა ობოლაძემ და აღნიშნა, რომ ამ ჰესი საქართველოსთვის არანაირი ენერგოდამოუკიდებლობას არ უზრუნველყოფდა, როგორც ამაზე მთავრობა საუბრობს.

ანალიტიკოსი აცხადებს, რომ მთავრობამ ორი რამ აჩვენა საზოგადოებას, რომ იღებენ არასწორ გადაწყვეტილებებს და არიან უსუსურები. 

ნიკა ობოლაძე პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს.

დღის ამბები