07 მაისი 2024,   07:06
ვრცლად
"უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გახდეს მკაფიო გზავნილი ყველა პოლიტიკოსისთვის" - მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გახდეს მკაფიო გზავნილი ყველა პოლიტიკოსისთვის - მიხეილ სააკაშვილის საავტორო სტატიას ამ სათაურით „ფოქს ნიუსი“ აქვეყნებს.

სააკაშვილი წერს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკრაინელებმა ბოლო პერიოდში ყველაზე დრამატული უარი უთხრეს არსებულ პოლიტიკურ კლასს, უკრაინელმა ამომრჩეველმა ვლადიმირ ზელენსკის სისტემის გადატრიალების მანდატი მისცა.

არშემდგარი სისტემის დანგრევა და მისი თავიდან აშენება კი მხოლოდ ისეთ ადამიანს შეუძლია, რომელიც თავად არ ყოფილა ამ სისტემის ნაწილი. “ბრძოლა ახლა იწყება და ის არ იქნება ადვილი. ზელენსკი კრებს დასავლეთის ორიენტაციის პროფესიონალების გუნდს და მიანიშნა, რომ ჩემს აზრს გაითვალისწინებს,”-წერს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები