27 აპრილი 2024,   00:12
ვრცლად
"თუ სადმე უნდა სვას ყავა გახარიამ, ეს არის მთავარი პროკურორის კაბინეტი და შემდეგ საკანი" - ჩხარტიშვილმა პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

"ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ლაშა ჩხარტიშვილი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრს აკისრებს.

ცენტრის ხელმძღვანელი მთავარ პროკურორს მოუწოდებს, გამოიძიოს პანკისის ხეობის საქმე და მის მიერ დასახელებული მაღალჩინოსნები პასუხისგებაში მისცეს.

„თუ კი სადმე უნდა სვას ყავა გახარიამ, ეს არის მთავარი პროკურორის კაბინეტი და შემდეგ საკანი. მთავარი დამნაშავე პანკისში ჩადენილი დანაშაულებების გამო არის ის, კერძოდ გახარია, თურნავა და რა თქმა უნდა მათი დამკვეთი ივანიშვილი, რადგან დადასტურდა, რომ სწორედ მისი ბიზნეს პარტნიორის ჰესის მშენებლობაზე იყო აქ საუბარი და სწორედ ამის გამო დაიწყეს მოსახლეობის ტერორი. დაზარალდა მშვიდობიანი მოქალაქეები გაზის, ხელკეტების და სხვა ასე ვთქვათ უკანონო საშუალებების ამ შემთხვევაში გამოყენების გზით და ჩვენ მოვითხოვთ მთავარი პროკურორისაგან, რომ დაიწყოს გამოძიება მინისტრების გახარიასა და თურნავას, ასევე მათი დამკვეთის ივანიშვილის წინააღმდეგ პანკისის მოვლენების გამო,“ - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

დღის ამბები