03 მაისი 2024,   08:53
ვრცლად
სკანდალური კანონპროექტის განხილვა - იურიდიული კომიტეტი არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება

პარლამენტი სკანდალურ კანონპროექტზე მსჯელობას მესამე მოსმენით იწყებს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ისაუბრებენ. კომიტეტის სხდომის დაწყებამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

ოპოზიცია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ცვლილებით მმართველ გუნდს სასამართლო სისტემაში კლანის განმტკიცება სურს. ხელისუფლების ოპონენტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები კანონპროექტის მეორე მოსმენით დაბრუნებას ითხოვენ, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს ამის დიდი მოლოდინი არ აქვთ.

Image may contain: 1 person, smiling, indoor„მთავარი საფრთხეები რაც გვაქვს, იმდენად სწრაფად წავიდა ეს პროცესი, რომ ჩვენ ველოდებით, რომ ასევე სწრაფად მოხდება ამ კანონის მიღება და ზაფხულისთვის, ალბათ, ნომინაციის პროცესის დაწყება. აი, უკვე მთავარი პროცესი ეს იქნება. ეჭვი არის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გავლენიანი ჯგუფი იგივეს შეეცდება, რასაც აქამდე ცდილობდა,“ - განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერმა, გიორგი გვილავამ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ არასამთავრობოებთან შეხვედრის მიზეზები განმარტა. მისი თქმით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებების შესახებ დეპუტატები მესამე სექტორს ინფორმაციას მიაწვდიან.

მამუკა მდინარაძე-ის სურათის შედეგი„ჩვენი ოპონენტების ნარატივს, ორად ორი საკითხი, რომელსაც ისინი ყურადღებას აქცევენ, ორივე იწვევს პროცესისა გაჭიანურებას. ერთი არის პოლიტიკური რეკომენდაცია, რომელიც ძირითადშიც კი ვერ მოხვდა, ხოლო მეორე გასაჩივრების წესთან და ფარულობასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, რთულია შეუსაბამო დღევანდელ კონსტიტუციას და მეორე არის ის არგუმენტიც, რომ რთულია ამ არგუმენტის გაზიარება ვენეციის კომისისი წინა რეკომენდაციიდან გამომდინარე,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ვენეციის კომისიის დასკვნა სრულად უგულებელყო და რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.

Image result for ოთარ კახიძე„პრაქტიკულად, დასკვნის ძირითადი რეკომენდაციები არის გამოტოვებული. შესაბამისად, ჩვენ შევეცდებით, ისინი დავარწმუნოთ, რომ ეს უნდა დაბრუნდეს მეორე მოსმენაზე, შედგეს რეკომენდაციების მოსმენა და გათვალისწინება. არ დავუკარგოთ პერსპექტივა ჩვენს საზოგადოებას, რომ 20-30 წლის განმავლობაში სულ მურუსიძის სასამართლო ჰქონდეს,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები