23 ივლისი 2019,   03:35
ვრცლად
7-10 თეთრით გაზრდილი ფასი საწვავზე - ექსპერტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ და სხვა პროდუქტების გაძვირებასაც ელოდებიან 

საწვავი ისევ გაძვირდა - გაიზარდა ყველა ტიპი ბენზინისა და დიზელის ღირებულება. სადგურების ელექტრონული ტაბლოები დღეს 7-10 თეთრით მაღალ ფასს აჩვენებდა. ის ვინც თვითდასაქმებულია და სამუშაოს საკუთარი ავტომობილით ასრულებს ამბობს, რომ მუშაობა აზრს კარგავს.

საქართველოში საწვავის ფასის მატებას ნავთობ იმპორტიორები ამჯერად საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირებას უკავშირებენ. ამ დროისთვის ბარელის ფასი 74 ამერიკული დოლარია, პლაცის ფასი კი ახალი წლიდან დღემდე 30 პროცენტით გაიზარდა.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები მას შემდეგ გაიზარდა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანულ ნავთობზე სანქციები დააწესა. იმპორტიორები საიმედო პროგნოზს ვერც აკეთებენ. ექსპერტები მთავრობას ურჩევენ, შეამციროს აქციზის გადასახადი, რომელიც 25 დან 50 თეთრამდე 2017 წელს გაზარდა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ გადასახადებისა და რეგულაციების მოხსნის შემთხვევაში, საწვავი საგრძნობლად გაიაფდება.

სპეციალისტები ასევე აანონსებენ ისეთი პროდუქტების გაძვირებასაც, რომელიც ბმაშია საწვავთან, წარმოებასთან და ტრანსპორტირებასთან. 

დღის ამბები