06 მაისი 2024,   01:16
ვრცლად
ოფიციალური მონაცემები შეიცვალა - შრი-ლანკაზე ტერაქტებს 253 ადამიანი ემსხვერპლა 

შრი-ლანკაზე განხორციელებულ ტერაქტებში დაღუპულთა შესახებ ოფიციალური მონაცემები შეიცვალა. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, დნმ-ის ანალიზების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ ეკლესიებსა და სასტუმროებში განხორციელებულ აფეთქებების სერიას, 253 ადამიანი ემსხვერპლა, რაც მანამდე გავრცელებულ მონაცემებზე 100-ით ნაკლებია.

გამოძიება თავდასხმებთან დაკავშირებით ამ დრომდე გრძელდება. შრი-ლანკის პოლიციამ ტერორისტულ თავდასხმებში ეჭვმიტანილების სურათები გამოაქვეყნა. ხელისუფლება მოსახლეობას  სიფრთხილისკენ მოუწოდებს და შესაძლო თავდასხმების შესახებ აფრთხილებს.

ტერაქტებთან კავშირში ძებნაში კიდევ 9 ადამიანი იმყოფება. ბოლო მონაცემებით ტერაქტების ორგანიზებაში მონაწილეობისთვის სულ 70 ადამიანია დაკავებული.

დღის ამბები