27 აპრილი 2024,   03:29
ვრცლად
ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა - ნათელაშვილი დავით გარეჯში ჩავიდა

დავით გარეჯში "ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ჩავიდა. შალვა ნათელაშვილი საქართველოს ხელისუფლებას, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ უდაბნოს მონასტრისკენ გზის ჩაკეტვის ფაქტზე, დროულ რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

"ლეიბორისტების" ლიდერი ამბობს, რომ მომხდარის გამო საქართველოს მთავრობამ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა უნდა მოითხოვოს.

„თუ ეს ხელისუფლება დღესვე არ მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას, აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული აგრესიის და ოკუპაციის ფაქტზე, რომელიც არაფრით არ განსხვავდება რუსული აგრესიისგან, რუსი ჯარისკაცებიც ასე ღობავენ ატოცს, ნიქოზს, ოძისს, ენგურს, ესენიც ასე ღობავენ, ანუ პრაქტიკულად, ტოტალური აგრესიის მსხვერპლი ვართ. ეს უნდა განიხილოს გაეროს უშიშროების საბჭომ და დაადოს სანქციები პრეზიდენტ ალიევის ხელისუფლებას. როცა სჭირდებათ, ივანიშვილს და ალიევს, ძალიან კარგად შეუძლია მოლაპარაკება მათ შორის, იმ საკითხებზე, რაც შეეხება მათ მილიარდიან ბიზნესს. მაგრამ როცა არ სჭირდება ივანიშვილს, მაშინ საქართველო ეშმაკსაც წაუღია,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ, დღეს მხოლოდ 15 მაისამდე გაიხსნა. „კურიერთან“ საუბრისას აზერბაიჯანელ მესაზღვრეები ამბობენ, რომ კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსამდე ხალხს მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე შეუშვებენ, 15 მაისიდან კი შესაძლებელია გზა ისევ ჩაკეტონ.

დღის ამბები