01 მაისი 2024,   13:06
ვრცლად
რუსეთში კიმ ჩენ ინის პირველი ვიზიტი დასრულდა

რუსეთში კიმ ჩენ ინის პირველი ვიზიტი  დასრულდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ვლადივოსტიკიდან გამგზავრებამდე სამხედრო მემორიალი მოინახულა და პრიმორიეს გუბერნატორთან ერთად იმავე რესტორანში ისადილა, სადაც 2011 წელს მისი მამა კიმ ჩენ ირიც იმყოფებოდა.

რუსეთში ვიზიტის დროს ორი ქვეყნის  პრეზიდენტს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. მათ მხოლოდ სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კიმ ჩენ ინმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მშვიდობა კორეის ნახევარკუნძულზე მთლიანად ვაშინგტონზეა დამოკიდებული.

ვიზიტის დასრულების შემდეგ კიმ ჩენ ინი სამშობლოში კვლავ დაჯავშნილი მატარებლით გაემგზავრა.

დღის ამბები