30 აპრილი 2024,   21:16
ვრცლად
ლიბიაში თვეების განმავლობაში ჩარჩენილი ქართველი მეზღვაურები საქართველოში დაბრუნდნენ

ლიბიიდან დაბრუნებულმა ქართველმა მეზღვაურებმა საქართველოს საზღვარი რამდენიმე წუთის წინ გადმოკვეთეს.

სარფის საბაჟო მათ ხმაურით დატოვეს. ამბობენ, რომ პრობლემები გადმოკვეთისას ქართულ მხარეს შეექმნათ.

მეზღვაურ მანუჩარ კეკელიძის განცხადებით, ქართველ მესაზღვრეებს კითხვები ჰქონდათ, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რა იყო უკმაყოფილების მიზეზი.

ქართველი მეზღვაურები ლიბიაში იანვრიდან იმყოფებოდნენ. გემი მას შემდეგ გააჩერეს, რაც ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

დღის ამბები