30 აპრილი 2024,   12:33
ვრცლად
მორიგი შეფერხება თბილისის მეტროში - მოძრაობა პირველ ხაზზე შეჩერდა

თბილისის მეტროს პირველი ხაზზე ნახევარი საათის განმავლობაში მოძრაობა შეჩერებული იყო.

როგორც მეტროში მყოფი მგზავრები ყვებიან, მატარებელი გოცირიძის სადგურზე გაჩერდა, ამის შემდეგ ის დაბალი სიჩქარით დიდუბის სადგურამდე მიიყვანეს, სადაც ხალხს ვაგონები დააცლევინეს.

როგორც მემანქანე ამბობს, მატარებელი დაზიანდა და ამის გამო შეფერხდა გადაადგილება.

მეტროში მყოფი მგზავრების თქმით, მატარებელს უკვე ნახევარი საათია, რაც ელოდებიან.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, ამ დროისთვის მოძრაობა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. რაც შეეხება მეტროში შექმნილ პრობლემას, სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო გახდა საჭირო მატარებლის დეპოში შეყვანა.

დღის ამბები