03 მაისი 2024,   11:35
ვრცლად
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 28 და 29 აპრილს, დილის 08:00 საათიდან საღამოს 20-საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ. მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის მიმართულებით ავტობუსი მეტროსადგურ დიდუბიდან გავა, კუკია-მახათასკენ კი - ტრანსპორტი სადგურის მოედნისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან გავა.

საბურთალოს სასაფლაოსკენ - გასვლის ადგილი მეტრო დელისის მიმდებარე ტერიტორია იქნება, თბილისის ზღვის სასაფლაოზე - კი ტრანსპორტი მეტრო სარაჯიშვილიდან იმოძრავეს.

ვერის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე გაჩერდება, ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ ვარკეთილიდან და შუამთის ქუჩიდან. 

დღის ამბები