03 მაისი 2024,   10:36
ვრცლად
ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული - სანდიეგოში მდებარე სინაგოგაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

თავდასხმა ებრაულ სალოცავზე კალიფორნიაში - სანდიეგოს სინაგოგაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ტერაქტი ებრაული დღესასწაულის პასექის ბოლო დღეს მოხდა, როდესაც მორწმუნეები შაბათის ლოცვაზე იყვნენ შეკრებილები. არის მსხვერპლიც. სროლის შედეგად დაიღუპა ერთი ქალი, დაშავდა კიდევ 3 ადამიანი. პოლიციამ თავდამსხმელი უკვე დააკავა. ის 19 წლის ჯონ ერნესტი აღმოჩნდა. მან თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ინტერნეტში ანტისემიტური შინაარსის წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა რომ დანაშაულის ჩადენა მას 2018 წელს პიტსბურგის სინაგოგაზე თავდამსხმელმა შთააგონა, რომელმაც 11 ადამიანი მოკლა. დაგეგმვა კი ახალი ზელანდიის მეჩეთებში მომხდარი ტერაქტის შემდეგ დაიწყო. ღია წერილში ის ისრაელის მხარდაჭერისთვის დონალდ ტრამპსაც აკრიტიკებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სინაგოგაზე თავდასხმას რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული უწოდა და აღნიშნა, რომ დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

დღის ამბები