03 მაისი 2024,   09:46
ვრცლად
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქეს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქეს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ბავშვები კი ამ დროისთვის სახელმწიფოს მეურვეობის ქვეშ იმყოფებიან.

სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხე. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 20 ივნისს ჩაინიშნა.

იულია სუსლიაკს ბრალდება არასრულწლოვანთა ვაჭრობას ედავება. იგი ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„სასამართლო პროცესზე პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება შერაცხული ბრალის ირგვლივ, რა მტკიცებულებებით დასტურდება ბავშვების ყიდვის ფაქტი, ვერ წარმოადგინა, რა მტკიცებულებებით დასტურდება გარდაცვლილი ბავშვის გაყიდვის ფაქტი ვერ წარმოადგინა, რატომ არ არის დღემდე ჩატარებული დნმ ექსპერტიზა, მაშინ როდესაც უკვე 8 დღეა ანალიზები აღებული აქვთ,“ - განაცხადა იულია სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ.

 

 

დღის ამბები