03 მაისი 2024,   08:16
ვრცლად
ყვითელი ჟილეტების აქცია საფრანგეთში პოლიციასთან მორიგი დაპირისპირებით დასრულდა

ყვითელი ჟილეტების აქცია საფრანგეთში პოლიციასთან მორიგი დაპირისპირებით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის შემდეგ პრეზიდენტი მაკრონი დათმობაზე წავიდა და გადასახადების შემცირება დააანონსა, მოძრაობის წევრებმა პროტესტის 24-ე რაუნდი გამოაცხადეს და მასშტაბური მსვლელობა სტრასბურგში გამართეს.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა ევროპარლამენტის შენობასთან მიახლოება სცადეს. სამართალდამცველებმა მსვლელობის მონაწილეებს გზა გადაუღობეს, რასაც შეტაკებები მოჰყვა. ძალოვანებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. 

დღის ამბები