03 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
პროფესიონალი მრბოლელი ამერიკიდან - საქართველოში ვიზიტისას, ჯენიფერ კობი ქართველ მრბოლელ ქალებს შეხვდა

პროფესიონალი მრბოლელი ამერიკიდან - ჯენიფერ ჯო კობი ამერიკის საფონდო ავტორბოლის ნაციონალური ასოციაციის, ანუ ნასკარის უმაღლესი კატეგორიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მრბოლელია, რომელსაც საკუთარი გუნდიც ჰყავს. ჯენიფერ ჯო კობი ამჯერად საქართველოს ესტუმრა.

პროფესიონალი მრბოლელი საქართველოში ამერიკის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა. მიზანი ახალგაზრდებთან შეხვედრა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე საუბარია, მაგრამ მანამდე პროფესიონალი მრბოლელი კლასიკური მანქანების ავტორბოლაში ჩაერთო.

პროფესია ჯერ კიდევ ბავშვობაში, მრბოლელი მამის ზეგავლენით აირჩია. 18 წლის ასაკში ლოკალური მასშტაბით დაწყებული რბოლა, მალევე გადაიზარდა მნიშვნელოვან მიღწევებში და ასპარეზობაც უფრო დიდ ტრასებზე და უმაღლეს კლასში განაგრძო. ჯენიფერი უამრავ ადამიანსაც აძლევს შანსს, აიხდინოს ოცნება და გახდეს ნასკარის წევრი.

ნასკარის სერიები ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული რბოლაა და უამრავი მაყურებელი და გულშემატკივარი ჰყავს. ჯენიფერ კობი 1991 წლიდანაა ნასკარის მრბოლელი.

საქართველოში ვიზიტის მიწურულს ჯენიფერ კობი ქართველ მრბოლელ ქალებს შეხვდა და მათი ფედერაციის წევრიც გახდა.

ავტორი: რუსკა გიორგაძე. 

 

დღის ამბები