03 მაისი 2024,   08:34
ვრცლად
ათასობით ავარიული სახლი დედაქალაქში-მოსახლეობის ერთი ნაწილი ღამეს შიშის ქვეშ ათენებს

ათასობით თბილისელს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება-ასობით კორპუსი თბილისის სხვადასხვა უბანში ინგრევა.

დედაქალაქში ავარიული ბინების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. ყველაზე მძიმე ვითარება ვარკეთილში, ვაზისუბანში, მუხიანსა და თემქაზეა. ავარიული ბინების უმრავლესობა გამაგრებას აღარ ექვემდებარება, თუმცა იმის გამო, რომ უკეთეს სახლში გადასვლის შესაძლებლობა არ აქვთ, ბინის მესაკუთრეები იძულებულები არიან, შიშით იცხოვრონ. დახრილი კედლებსა და გაჭედილ ფანჯრებს აღარც ფასადური რეაბილიტაცია შველის.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" მთავრობაში მოსვლისას პარტიამ ავარიული კორპუსების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 41 მილიონი ლარი გამოყო, თუმცა ციფრები მალევე შეიცვალა და 3-ჯერ შემცირდა. დღეს არსებული ბიუჯეტი კი საკმარისი არ არის აღნიშნული ბინების გასამაგრებლად.

დედაქალაქის მერიაში ადასტურებენ, რომ ავარიული კორპუსების პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია. მერის მოადგილე აცხადებს, რომ მდგომარეობას კარგად იცნობენ თუმცა ვერ აკონკრეტებენ როდის დაიწყება მასშტაბური რეაბილიტაცია. 

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი.

დღის ამბები