03 მაისი 2024,   10:06
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 4 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ის საჭესთან იჯდა და ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. არიან დაშავებულები. 3 მათგანი გადაყვანილია "ნიუ ჰოსპიტალში," ერთი კი კლინიკა "პინეოში."

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ამ დრომდე დაუდგენელია რას შეეჯახა ავტომობილი და რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. 

 

დღის ამბები