03 მაისი 2024,   04:56
ვრცლად
"ადამიანის უფლებების უგულებელყოფა" - ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან დელეგაციიდან მისი გარიცხვის საკითხზე ისაუბრებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ქართველი დეპუტატები საუბრობენ.მმართველი გუნდის გარდა ევროპელ კანონმდებლებთან შეხვედრას აპირებენ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.

ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე ლილიან მორი-პასკიესთან მათი ევროსაბჭოს დელეგაციიდან გარიცხვის საკითხზე გეგმავენ საუბარს.

„ოცი წლის თავზე გვაქვს დემოკრატიული მიღწევები და მეორეს მხრივ ევროსაბჭოში შენივე დეპუტატებს არ აძლევს შესაძლებლობას განახორციელოს საქმიანობა. ეს ერთმანეთთან არის შეუთავსებელი რამ.

ეს არის პირდაპირ დემოკრატიული ღირებულებებისა და  ადამიანის უფლებების უგულებელყოფა. შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრის, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქა, ასამბლეის პრეზიდენტი რომ ჩამოვა მან ისედაც იცის და წერილშიც წერს, რომ მას ჰქონდა ამის თაობაზე საუბარი დელეგაციის ხელმძღვანელთან. ჩვენც ვაპირებთ თბილისში ვიზიტის დროს შევხვდეთ,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი აცხადებენ, რომ ევროსაბჭოს დელეგაციაში ცვლილებები არ არის.

„იქ ჩვენს დელეგაციის შემადგენლობაში არანაირი ცვლილებები არ არის, იანვრის სესიამდე იქნება ის დელეგაცია,რომელიც თავიდანვე იყო დამკვიდრებული. რამდენადაც ვიცი, წინა სასესიო პერიოდში არც ბესელიას არც კვაწანტირაძე4ს არ მიუმართავს პარლამენტის თავმჯდომარისთვის,რომ სამივლინებლო თანხები გამოყოფილიყო, მე რამდენადაც ვიცი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა,“-აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

"ევროპული საქართველო" შეხვესდრაზე სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებსა და მედიის თავისუფლებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

„ის კრიტიკული მოსაზრებები, რომელიც ჩვენ გვესმის არის ყოველთვის კრიტიკა, რომელიც მიმართულია გაუმჯობესებაზე და არა მაინცდამაინც რამის დაგმობაზე.ამიტომ მნიშვნელოვანია , ამ ინსტიტუტთან თანამშრომლობა,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა.

თბილისში მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ოფიციალურ შეხვედრებს დილიდან იწყებს.  ლილიან მორი-პასკიე პირველ შეხვედრას პარლამენტში გამართავს. დაგეგმილია აუდიენცია პარლამენტის თავმჯდომარესთან, მოგვიანებით კი ქვეყნის პრემიერთან და პრეზიდენტთან.

ამავე თემაზე
დღის ამბები