03 მაისი 2024,   06:03
ვრცლად
87 წლის ასაკში ამერიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი გარდაიცვალა

87 წლის ასაკში გავლენიანი ამერიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ქრონიკული დაავადების გამწვავება გახდა.

ინდიანას შტატის ყოფილი სენატორი და “ლუგარის ცენტრის” პრეზიდენტი ცნობილი 90-იანი წლების დასაწყისში გახდა, როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ბირთვული და ქიმიური იარაღის ლიკვიდაციის დახმარების პროგრამაზე მუშაობდა. პროგრამის ფარგლებში 7600 საბჭოთა ბირთვული ქობინის დეაქტივირება მოხდა, განადგურდა 900 ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა.

 სწორედ რიჩარდ ლუგარის სახელს უკავშირდება თბილისში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, რომელიც 2011 წელს, შეერთებული შტატების დაფინანსებით აშენდა. 2013 წლიდან კი ის საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაშია.

დღის ამბები