03 მაისი 2024,   05:35
ვრცლად
ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში "სოციალისტურმა პარტიამ" გაიმარჯვა

ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა "სოციალისტურმა პარტიამ" გაიმარჯვა. მიუხედავად ამისა პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. წინასწარი ინფორმაციით, "სოციალისტებმა" მოქმედი პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ხელმძღვანელობით ამომრჩეველთა 28.7 %-ის მხარდაჭერა მოიპოვეს. მთავრობის ფორმირებისთვის მათ სხვა პარტიებთან კოალიციის შექმნა დასჭირდებათ.

მეორე ადგილზე სახალხო პარტია 16 %-ით გავიდა, რაც უახლოეს ისტორიაში მისი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. პარლამენტში ადგილების მოპოვება პირველად ულტრა-მემარჯვენე პარტიამ “Vox”-მა  შეძლო. მემარჯვენე-პოპულისტებს 10%-იანი მხარდაჭერა აქვთ. “Vox“-ი 350 ადგილიან პარლამენტში სავარაუდოდ 24 მანდატს მიიღებს.

დღის ამბები