03 მაისი 2024,   03:21
ვრცლად
რუსეთში დონბასის მცხოვრებელებისთვის პასპორტების გაცემა დაიწყო

რუსეთში, უკრაინის დონბასის ოლქის მცხოვრებლებისთვის პირველი საპასპორტო პუნქტი გაიხსნა. უკრაინის საზღვართან, როსტოვის ოლქში ახალი საემიგრაციო განყოფილება, სპეციალურად ლუგანსკის რეგიონის მცხოვრებლებისთვის ამოქმედდა.

ვლადიმირ პუტინის განკარგულების თანახმად, რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველებს რუსულ პასპორტებს გამარტივებული წესით გადასცემენ.

საპასპორტო პუნქტი ჯერ ჯერობით ტესტურ რეჟიმში მუშაობს, თუმცა პირველი განცხადებები უკვე მიღებულია. რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველებისთვის მსგავსი პუნქტის გახსნა, უკრაინის დონეცკის ოლქის საზღვართანაც იგეგმება. 

დღის ამბები