27 აპრილი 2024,   04:20
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადება - კონსტიტუციონალისტები არ გამორიცხავენ, რომ საქმე იმპიჩმენტამდე მივიდეს

სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსებას არ მიესალმება, კონსტიტუციონალისტები ეხმაურებიან. მათი თქმით, პრეზიდენტი ამ გზავნილით მის უფლებამოსილებას სცდება, რადგან კონსტიტუციით მას არ აქვს ისეთი უფლებამოსილებები მინიჭებული, რომ საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით მსგავსი განცხადებები გააჟღეროს.

კონსტიტუციონალისტები არ გამორიცხავენ, რომ ეს სკანდალი პოლიტიკური გადაწყვეტილებისა და იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.

„განცხადებები, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა, არის მთავრობის გაცხადებული პოლიტიკის ნაწილი, თუ ეს არის, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელი მოსაზრებები. თუ ეს დამოუკიდებელი მოსაზრებებია, შესაძლებელია, ეს ყველაფერი გავიგოთ და ჩაითვალოს კონსტიტუციის დარღვევად მათ შორის იმიტომ, რომ საგარეო პოლიტიკურ სფეროში პრეზიდენტის ნებისმიერი განცხადება, მათ შორის მისი მოლაპარაკებები სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, უნდა იყოს მთავრობასთან შეთანხმებული.

"პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს კონსტიტუციის ან დანაშაულის ნიშნების არსებობა, კონსტიტუციის დარღვევის ნიშნების არსებობის შემთხვევაში პარლამენტმა უნდა დაიწყოს ეს პროცესი, შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტუროს პრეზიდენტის ქმედებაში კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი. ამიტომ, თეორიულად შესაძლებელია, ეს ყველაფერი ასე მოხდეს,“ - განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები