05 მაისი 2024,   11:59
ვრცლად
შევარდნაძის მთავრობის ჩინოვნიკი სუს-ში - გომელაურის მოადგილედ ფიცხელაური დაინიშნა 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური დაინიშნა, - ინფორმაცია ამის შესახებ სუს-ში დაადასტურეს.  

შენგელი ფიცხელაურმა სპეცსამსახურებში მუშაობა 1976 წლიდან დაიწყო. ბოლოს უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო, სწორედ მაშინ, როდესც შევარდნაძის უშიშროების სამსახური „რუსთავი 2“-ში შემოვიდა. სპეცსამსახურებიდან ფიცხელაური 2003 წელს გაუშვეს. შენგელი ფიცხელაური ამბობს, რომ ამჟამად ის შს მინისტრის, გიორგი გახარიას მრჩეველია, თუმცა გახარიას მოადგილე ამბობს, რომ მას საერთოდ არ იცნობს.

ფიცხელაური ბერა ივანიშვილის ქვისლის მამაა. 

დღის ამბები