27 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი არის მედიაპლურალიზმი და ამას ექმნება საფრთხე - ნატა ძველიშვილი

რუსთავი2-ის წინააღმდეგ დაწყებულ მორიგ დავას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, გადაცემა არჩევანში ეხმაურება. 

ნატა ძველიშვილის განცხადებით, ქვეყანაში დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი მედიაპლურალიზმი და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიის არსებობაა. 

„ძალიან ხშირად ლაპარაკობენ, რომ დემოკრატია უნდა იყოს ქვეყანაში, სინამდვილეში, დემოკრატია რა არის? ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი არის მედია პლურალიზმი, რომელიც სინამდვილეში სულაც არ ნიშნავს იმას, რაოდენობრივად ბევრი მედიასაშუალება გვეყოლება თუ არა. რეალურად ეს ნიშნავს იმას, რამდენად მრავალფეროვანი მედიაგარემო გვექნება და რამდენად შეძლებენ ხელისუფლებისთვის მიუღებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებები არსებობას ქვეყანაში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ ამგვარი მიუღებლობა არის ხელისუფლების მხრიდან,“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

ის ქართული სასამართლოს მიმართ საზოგადოებაში დაბალი ნდობის შესახებ საუბრობს. 

„დღეს ადამიანს არა აქვს იმის იმედი, რომ სასამართლოში აღიდგენს შელახულ უფლებას იმ საქმეებზე, რომლის მიმართაც არსებობს პოლიტიკური ინტერესი,“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

 

 

დღის ამბები