27 აპრილი 2024,   08:47
ვრცლად
„საქართველოს გადაბარება მიდის რუსეთზე“ - თაკო ჩარკვიანი

„საქართველოს გადაბარება მიდის რუსეთზე“ - ეს განცხადება კანონი და სამართალის თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა, რუსთავი2-ის წინააღმდეგ დაწყებულ მორიგ დავასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

ჩარკვიანის თქმით, სამართლებრივ ჩარჩოში უნდა დაიწყოს აქციები, რადგან სხვა გზა უკვე აღარ არსებობს. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უნდა „მოსცილდეს“.

„ეს არის რუსეთის ფაქტორი, პირდაპირ გეუბნებით, საქართველოს გადაბარება მიმდინარეობს. აბა, ახლა ჩვენ ვიცით, როგორ გადავაბარეთ ამ ქვეყანას. მე როდესაც ვამბობ, გადავაბარებთ, დიახ, ახლა ჩვენზეა ეს დამოკიდებული. უნდა დაიწყოს უკვე აქციები, სხვა ვარიანტი არ არის. რადიკალური მე არ ვარ, მაგრამ გამოსავალი ეს არის. რაღაცა კანონის ფარგლებში, სამართლებრივ ჩარჩოებში, მაგრამ აქციები უნდა დაიწყოს, ეს კაცი უნდა მოცილდეს ქვეყანას,“ - აცხადებს ჩარკვიანი.

ის აცხადებს, რომ მას მმართველი გუნდიდან რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა, რომლებსაც ქართული ოცნების დატოვების სურვილი აქვთ.

"მე არ ვიცი, რამდენად მოინდომებენ ის ადამიანები ამის თქმას, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოინდომებენ. ჩვენ რაღაც გუნდი დაგვიკავშირდა რამდენიმე დღის წინ, ძალიან არაერთგვაროვანი სიტუაციაა თვითონ ოცნებაში, უნდათ გარკვეულ ადამიანებს იქიდან გამოსვლა. ძალიან კარგი, გამოვიდნენ. არის ასეთი 5 ადამიანი, რომელიც დაგვიკავშირდა და მივესალმოთ, ოღონდ გამოვიდნენ იქიდან, მოსცილდნენ ამ კაცს. ეს ადამიანი არ არის ისეთი დამოუკიდებელი იმ ფულითაც, როგორიც ჩვენ გვგონია. არ არის ეს ფული მთლიანად მისი. რუსეთის თანხაა ეს. ეს კაცი დადეს აქ, აქ მუშაობს ჯგუფი,“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, საქართველოში არსებული ყველა ინსტიტუცია რუსეთის ხელშია. მისი თქმით, ის მზად არის დემოკრატიულობის ფორმებში, ყველა აქციას დაესწროს. მისი თქმით, ხელმეორედ საქართველოს დამოუკიდებლობა გახდა დასაცავი. 

„საქართველოს დამოუკიდებლობა გაგვიხდა ხელმეორედ 21-ე საუკუნეში დასაცავი. აბა, ახლა ჩვენ ვიცით, როგორ დავიცავთ, უნდა დავიწყოთ ახლა 9-ში აქციები. რაც არსებობს ფორმა დემოკრატიული, მთელი ჩვენი გუნდით. შიმშილი იქნება - ვიშიმშილებ, აქცია იქნება - დავიძინო სადღაც მთავრობის სასახლესთან, მის შუშის სასახლესთან, რომ კარგად ჩამოემხოს ის ინსტიტუცია თავზე, მზად ვარ, რომ იქ ვიყო და ვიშიმშილო და გამოვიდე. საქართველოს გადაბარება მიდის რუსეთზე,“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

 

დღის ამბები