27 აპრილი 2024,   02:20
ვრცლად
"შეუსრულებელი რეკომენდაციების გამო არ იქნება მხოლოდ საყვედური და ბევრად მკაცრი იქნება ეს შეფასებები" - ბესელია ევროკავშირის ელჩების წერილზე საუბრობს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლება მოთხოვნებს უყენებს. მმართველი გუნდი წერილის შინაარსს მალავს, ოპოზიცია კი ამბობს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციებს მხოლოდ იმიტომ ასაიდუმლოებს, რომ მის შესრულებას არ აპირებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია კი ფიქრობს, რომ  საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას რეკომენდაციების შესრულებას აუცილებლად მოსთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურად ცნობას საფრთხე დაემუქრება.

„ეს ის რეკომენდაციებია, რომელზედაც განსაკუთრებული ყურადღება იქნება არჩევნებამდე შეიცვალოს და აღსრულების დონეზეც და კანონის დონეზეც მოგვარდეს.  ამიტომ პოლიტიკური ნების დემონსტრირება თუ არ მოხდება ამ პროცესში ეს კიდევ უფრო გაამკაცრებს საარჩევნო გარემოზე დამკვირვებელთა ტონალობას იმიტომ, რომ თუ ეს დასკვნები იყო კრიტიკული მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც აღიარება მოხდა შედეგების  მე დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის იმდენად დიდი ყურადღებაა საერთაშორისო მისიების, რომ შეუსრულებელი რეკომენდაციების გამო არ იქნება მხოლოდ საყვედური და ბევრად მკაცრი იქნება ეს შეფასებები,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მკაცრს წერილზე, რომელშიც ნათქვამია, რომ საარჩევნოდ ხმების ყიდვის პრაქტიკა უნდა აიკრძალოს და ეს კანონმა უნდა განსაზღვროს, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ისაუბრა. წერილის შინაარსი კი "კურიერისთვის" გახდა ცნობილი. 

დოკუმენტით ირკვევა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მკაცრ მოთხოვნებს უყენებს. დოკუმენტში საუბარია ივანიშვილის პარტიისთვის, სხვადსხვა მაქინაციებით წინასაარჩევნოდ, რეკორდული ფულადი შემოწირულობების ჩარიცხვაზე. წერილში პირდაპირ წერია, რომ უნდა შეიცვალოს კანონი ისე, რომ მმართველმა გუნდმა ვეღარ მოახერხოს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, პედაგოგებზე და სხვა საჯარო მოხელეებზე ზეწოლა. ბრიუსელი თბილისისგან კატეგორიულად მოითხოვს, რომ კანონის გამკაცრების გზით შეუძლებელი გახდეს, ამომრჩევლის დაშინება და შურისძიება.

ამავე თემაზე
დღის ამბები