07 მაისი 2024,   04:22
ვრცლად
როგორ მიმდინარეობს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია - საია და "ტფილისის ჰამქარი" შუალედურ ანგარიშს წარმოადგენენ

როგორ მიმდინარეობს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია - შუალედურ ანგარიშს დღეს საზოგადოებას "ახალგაზრდა იურისტები" და "ტფილისის ჰამქარი" წარმოუდგენენ. გუდიაშვილის მოედანზე მისვლა და მცირე ექსკურსიაში მონაწილება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის ინიციატორები ამბობენ, რომ ჩატარდა დიდი სამუშაო და ამ ეტაპზე პროცესში უკვე ხელოვნებათმცოდნეების ჩართვის საჭიროებაზე საუბრობენ. ყურადღება მახვილდება მსგავსი ძეგლების მიმართ სპეციალურ მიდგომაზეც, რომელიც კანონით უნდა დარეგულირდეს. საია და "ტფილისის ჰამქარი" გუდიაშვილისგან განსხვავებით ორბელიანის მოედანზე მიმდინარე რეაბილიტაციისას დაშვებულ შეცდომებზე ამახვილებენ ყურადღებას.

დღის ამბები