27 აპრილი 2024,   03:50
ვრცლად
გადაუღებელი წვიმის შედეგად გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზა მეორედ დაიტბორა

სტიქია კახეთში - გადაუღებელი წვიმის შედეგად გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზა მეორედ დაიტბორა. გურჯაანის მერის ინფორმაციით, მდინარე ალაზანი ადიდდა და დატბორილია გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

ძლიერმა სტიქიამ ყვარელში, მდინარე დურუჯი დააზიანა. დანგრეულია ჯებირები და წყალი ადგილობრივების ნათესებს ანადგურებს.

სტიქიის ზონაში ტექნიკა მხოლოდ წყლის დონის დაწევის შემდეგ შეძლებს მუშაობას.

დღის ამბები