27 აპრილი 2024,   03:15
ვრცლად
"პოლიცია არ იგვიანებს არსად" - შს მინისტრი სანდრა რულოვსზე განხორციელებულ თავდასხმაზე 

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატ, სანდრა რულოვსზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას, შინაგან საქმეთა მინისტრი ეხმაურება. გახარიამ ოპოზიციის ლიდერების ბრალდებებს უპასუხა, რომლებიც ამბობენ, რომ ინციდენტის დროს, პოლიციამ დააგვიანა. 

შს მინისტრის განცხადებით, პოლიცია არსად აგვიანებს, თუმცა ბრალდებაზე დეტალურ კომენტარს წერილობით მას შემდეგ აცნობებს მედიას, რაც საკითხში გაერკვევა. 

"პოლიცია არ იგვიანებს არსად, მერწმუნეთ ამაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად გავერკვევი და წერილობით მოგახსენებთ, დააგვიანა თუ არა,"-განაცხადა გახარიამ. 

სანდრა რულოვსს "ქართული ოცნების" აგენტ პროვოკატორებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა. ტელეკომპანია "ოდიში" მერობის კანდიდატზე გადაცემას ამზადებდა, როდესაც "ქართული ოცნების" აგენტ-პროვოკატორები გამოჩნდნენ. მათ მერობის კანდიდატს სიტყვიერი, ხოლოდ გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. როგორც "რუსთავი2"-ს შსს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები