22 მაისი 2024,   14:13
ვრცლად
კლანი სასამართლო სისტემაში - დამოუკიდებელი იურისტები რეზოლუციის პროექტს გაასაჯაროებენ 

დამოუკიდებელი იურისტები, სასამართლო სისტემასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანის მმართველობის შესახებ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს გაასაჯაროებენ.

მათი შეფასებით, თუ სასამართლოს არ ჩამოშორდა კლანი, მართლმსაჯულება არ იქნება დამოუკიდებელი, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ.

დოკუმენტს უახლოეს დღეებში პარლამენტშიც შეიტანენ და მოითხოვენ, რომ საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს რეზოლუციის პროექტი და აღიაროს არსებული პრობლემები.

მათი შეფასებით, უნდა მომზადდეს კანონპროექტთა პაკეტიც, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას.

„რეზოლუციაში წერია ის, რომ კლანურ მმართველობას სასამართლოში აქვს ძალიან მძიმე შედეგი და მომავალში ეს შედეგები კიდევ უფრო გამწვავდება. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ პირველ რიგში, პარლამენტმა მიიღოს ეს რეზოლუცია კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე, ანუ შეაფასოს იქ არსებული მდგომაროება. პარლამენტმა, აუცილებელია აღიაროს კლანის არსებობა და მიიღოს სათანადო ღონისძიებები ამ კრიზისული ვითარების დაძლევის მიზნით,“ - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

იურისტი, კახა კოჟორიძე ამბობს, რომ რეზოლუციის პროექტი სწორედ იმისთვის არის მომზადებული, რომ სასამართლოში არსებული ვითარება შეფასდეს.

„როდესაც ვსაუბრობთ სასამართლო რეფორმაზე, პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ იმით რომ შევაფასოთ, რა დაავადება ჭირს სასამართლოს, რითია ეს გამოწვეული და შემდეგ დავგეგმოთ მკურნალობა, ანუ როგორ ვუშველოთ ამ დაავადებას. ეს რეზოლუციის პროექტი ამ მიზანს ისახავს,“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

 

 

დღის ამბები