27 აპრილი 2024,   04:08
ვრცლად
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია პარლამენტში მივიდა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი პარლამენტში მივიდა. გიორგი ქობულია საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა მიიწვიეს. 

შეხვედრას ყოფილ მინისტრთან "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" დეპუტატები დაესწრებიან. გიორგი ქობულიასთან შეხვედრაზე არ მივა მმართველი პარტია. მათი თქმით, ყოფილ მინისტრთან კითხვები აღარ აქვთ. მმართველი პარტიიდან შეხვედრას მხოლოდ ზაზა ხუციშვილი და შოთა შალელაშვილი ესწრებიან. 

ოპოზიციას კი აინტერესებს რა გახდა გიორგი ქობულიას გადაყენების მიზეზი, რატომ ჩამოიყვანეს ის საქართველოში და თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ რას ფიქრობს ქართული ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელ მიზეზებზე. 

დღის ამბები