19 მაისი 2019,   11:28
ვრცლად
17 მაისი - ლგბტ თემს ღონისძიებები ჩაეშალა, საპატრიარქო კი მსვლელობისთვის ემზადება და ქუჩებში შესაძლო ძალადობაზე პასუხისმგებლობას იხსნის

მზადება 17 მაისისთვის - ოჯახის სიწმინდის და ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს ეკლესია, აქტივისტები და ხელისუფლება კონკრეტული გეგმებით ხვდებიან. საპატრიარქო მსვლელობას გამართავს და მუსიკოსების ნაწილის უარის მიუხედავად, კონცერტსაც ჩაატარებს.

ძალადობაზე, რაც შეიძლება 17 მაისს თბილისის ქუჩებში მოხდეს, საპატრიარქო პასუხისმგებლობას იხსნის. ჰომოფობიასა და ტრანსპფობიასთან ბრძოლის დღის საპირისპიროდ, საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს ტრადიციულად აღინიშნავს, მსვლელობა სამების ტაძრის ეზოში კონცერტით დასრულდება.

საკუთარი გეგმების შეცვლა მოუწიათ ორგანიზაციებს, რომლებიც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავდნენ. თანასწორობის მოძრაობას ერთადერთი აქტივობა ჩაეშალა. ბანერები, რომლებიც მეტროსა და გაჩერებებზე უნდა განეთავსებინა, დაიბლოკა. ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ კომპანია, რომელიც რეკლამების განთავსებას უზრუნველყოფს, თავდაპირველად, თანახმა იყო, თუმცა ერთ კვირიანი ფიქრის შემდეგ, უარი უსაფუძვლო მოტივით თქვა.

Facebook-ის საკუთარი გვერდი დაებლოკა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერთა ჯგუფს. 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საჯაროდ არც ეს ორგანიზაცია გეგმავს. კიბერშეტევა Facebook გვერდზე მას შემდეგ მოხდა, რაც ორგანიზაციამ ლისის ტბაზე ლგბტ თემის დახურული გარბენი მოაწყო და ინფორმაცია ამის შემდეგ ონლაინ გამოცემების საშუალებით გაასაჯაროვა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ლგბტ თემის აქციების გაუქმებას და მათთვის ხელის შეშლას დისკრიმინაციად აფასებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ დაიცავენ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. გამოხატვის თავისუფლების დარღვევის შემთხვევაში დამნაშავეს დასჯიან.

დღის ამბები